გაზის ტარიფის ზრდაზე საუბრისას, ჯო ბაიდენმა უკრაინაში ომთან დაკავშირებით სიტყვა „გენოციდი“ ახსენა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაზის ტარიფის ზრდაზე საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომი გენოციდად შეაფასა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, თქვენი საწვავის ავზის ავსების შესაძლებლობა – არც ერთი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი ომს და ჩაიდენს თუ არა გენოციდს ნახევარი მსოფლიოს მოშორებით“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკელებისადმი მიმართვისას.
ჯო ბაიდენის თქმით, პუტინის მიერ ფასის გაძვირებასთან დაკავშირებით, ნებადართული ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან დღეში მილიონი ბარელის მოხმარების განკარგულებას გასცემს.