გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა
გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, კარენ კარაპეტიანი გადადგა.

ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციური ფრაქცია „ელქის“ ერთ-ერთი წევრი , არარატ მირზოიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მინდა, პირველმა გახაროთ ეს ამბავი. გადადგა. ჩვენ გავიმარჯვეთ”,- წერს დეპუტატი.

კარენ კარაპეტიანის პრესსამსახური გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.