გავრცელებული ინფორმაციით, აფრინში დაბომბვისას ცხრა ადამიანი დაიღუპა
თურქეთის ავიაციის მიერ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე აფრინის რეგიონის დაბომბვის შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Sky News Arabia ქურთთა სახალხო თავდაცვის რაზმების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ავიაიერიშების შედეგად, აფრინში ექვსი მშივიდობიანი მცხოვრები და სამი ქურთი მებრძოლი დაიღუპა.
აფრინში ქურთთა ფორმირებების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა დღეს განაცხადა.
თურქეთის ავიაციამ 108 სამიზნე ობიექტზე მიიტანა იერიში, მათ შორის, აეროდრომზე, რომლითაც აშშ ქურთებს იარაღით ამარაგებდა.