გავრცელებული ცნობით, ასლან ბჟანია ჯანმრთელობის მიზეზების გამო მოსკოვში სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში ჰოსპიტალიზებულია.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ბჟანიამ რუსეთის დედაქალაქში სამედიცინო დაწესებულებას სამუშაო ვიზიტის დროს მიმართა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
უცნობია, რამდენ ხანს დარჩება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი საავადმყოფოში ან რას უკავშირდება მისი მოსკოვში ვიზიტი.