პროკურატურა - გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, სადაც ცესკო-დან წასული ივანე ბურდული ერთ-ერთ პირს სამსახურიდან წასვლის სანაცვლოდ თანხას სთავაზობს, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება
გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც ცესკო-დან წასული ივანე ბურდული, სავარაუდოდ ცესკო-ს თანამშრომელს სამსახურიდან წასვლის სანაცვლოდ თანხას სთავაზობს, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგამოძიებო უწყებაში განუცხადეს.
გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, რომელიც პორტალმა „კვირამ“ გამოაქვეყნა, ივანე ბურდული მისსავე თანამშრომლისგან, იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსისგან მისი ნაბიჯის გამეორებას ითხოვს.
„ბურდული ქრთამის შეთავაზების სანაცვლოდ ხატია ფერსაშვილს სთავაზობს, რომ დატოვოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და გააკეთოს მადისკრედიტებელი განცხადებები. გთავაზობთ სრულ აუდიოჩანაწერსა და ჩანაწერის გაშიფრულ ტექსტს“, – წერს პორტალი კვირა.