რუსთავში აქცია-პერფორმანსი – „გავიგუდე“ გაიმართა. აქცია სამოქალაქო აქტივისტებმა ქალაქში სამ ადგილზე გამართეს. აქცია ეკოლოგიის თემატიკას მიეძღვნა.
პერფორმანსის ფარგლებში რუსთავში არსებული ქარხნების მაკეტები წარმოადგინეს. დამონტაჟებულ ეკრანზე კი ამ ქარხნებიდან გამონაბოლქვისა და დაბინძურებული გარემოს კადრები აჩვენეს. აქციას ველომრბოლელები შეუერთდნენ. ორგანიზატორების განცხადებით, ქარხნებს მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ რუსთავში არსებულ დაბინძურებულ ჰაერზე.
ხვალ აქციის მონაწილეები უკვე მასშტაბურ აქციას საწარმო „ჯეოსთილთან“ გამართავენ.