გაუპატიურებაში ბრალდებული პირი ამოსაცნობად ზუგდიდის პოლიციაში გადაიყვანეს
გაუპატიურებაში ბრალდებული პირი ამოსაცნობად ზუგდიდის პოლიციაში გადაიყვანეს

​გაუპატიურებაში ბრალდებული პირი, რომელიც თბილისის აეროპორტში დააკავეს, ამოსაცნობად ზუგდიდის პოლიციაშია გადაყვანილი. ამის შესახებ პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება.

ამასთან, პოლიციაში გამოკითხეს დაზარალებული გოგონა. მას შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გაუპატიურების ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში, თ.ტ-თან, მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, სქესობრივი კავშირი იძულებით დაამყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს.