გაუჩინარებული ეკონომისტი რამაზ გერლიანი ნაპოვნია
გაუჩინარებული ეკონომისტი რამაზ გერლიანი ნაპოვნია

სამი დღის წინ გაუჩინარებული ეკონომისტი რამაზ გერლიანი ნაპოვნია. ის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მთავარ სამმართველოში გვიან ღამით გადაიყვანეს, სადაც გამოიკითხა.

როგორც გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი პოლიციამ იპოვა.

„სურამში და ძირითადად სურამის ტყის მიმართულებით ვმოძრაობდი. მივეცი უკვე განმარტება და მანამდეც დავწერე: გიორგი გოგნიაშვილის, პოლიციელის მხრიდან ჩემ მიმართ უღირსი და პატივაყრის ქმედება – ეს იყო ძირითადი მიზეზი, რაც დაგროვდა დროთა განმავლობაში ჩვენში და მივედი ამ გადაწყვეტილებამდე. მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჩემს პირად საკუთრებაში მომიწყო ცრუ მოტივით დაკითხვა და ა.შ.“, – განაცხადა გამოკითხვის შემდეგ რამაზ გერლიანმა.