გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების რვა შემთხვევა დაფიქსირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების რვა შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 94 ადამიანს ჩაუტარდა და „კოვიდ 19“ რვა პირს დაუდასტურდა.

ამ დროისთვის, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 29 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათგან ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ჯამში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების 197 შემთხვევა დაფიქსირდა. 77 გამოჯანმრთელდა, სამი ადამიანი გარდაიცვალა.