გასულ ღამეს რუსეთის მხრიდან ხარკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, ხოლო სამ ლოკაციაზე გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან
გასულ ღამეს რუსეთის მხრიდან ხარკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, ხოლო სამ ლოკაციაზე გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ერთ-ერთი მასშტაბური ხანძარი, დაახლოებით, სამი ათასი კვადრატული მეტრის საერთო ფართობის საწყობში გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.