გასულ ღამეს რუსეთი უკრაინას 23 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო ძალებმა 15-ის ჩამოგდება შეძლეს
რუსეთი უკრაინას გასულ ღამეს „შაჰედის“ ტიპის 23 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო ძალებმა 15-ის ჩამოგდება შეძლეს.
რუსეთმა იერიში მიიტანა ქალაქ სუმზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. დაშავებულებს შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია.
გარდა ამისა, დაზიანდა კერძო სახლები და ავტომობილები. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამაშველო ჯგუფები.