გასაუბრება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატ ალექსანდრე ვახტანგოვთან
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ტურში გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება დღეს გამართა. მისი პირდაპირი ტრანსლირება საქართველოს პირველი არხის ონლაინპლატფორმებზე განხორციელდა.
სამეურვეო საბჭოს 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მეორე ტურში გადავიდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი.
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადებული ღია კონკურსი 17 სექტემბერს დასრულდა. კონკურსში რვა კანდიდატი მონაწილეობდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ახალ გენერალურ დირექტორს მეორე ტურში გადასული კანდიდატებიდან ხვალ, 25 სექტემბერს აირჩევს.