„მანესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა, შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს ქალაქ მანჩესტერის მერის არჩევნებში, რომელიც 2024 წელს გაიმართება. ამის შესახებ დაწერა გაზეთ The Guardian-ის ჟურნალისტმა ჯიმ უოტერსონმა.
უფრო ადრე ექს-ფეხბურთელი ლეიბორისტული პარტიის წევრი გახდა და კრიტიკული შენიშვნებით გამოვიდა კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის მისამართით.
გარი ნევილი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 1992-2011 წლებში გამოდიოდა რვაჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, სამჯერ – ინგლისის თასი და ორჯერ – ჩემპიონთა ლიგა.