გარი ნევილი - პოლ პოგბა ერთადერთი მსოფლიო დონის ფეხბურთელია „მანჩესტერ იუნაიტედში“
გარი ნევილი - პოლ პოგბა ერთადერთი მსოფლიო დონის ფეხბურთელია „მანჩესტერ იუნაიტედში“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი კაპიტანი გარი ნევილი მიიჩნევს, რომ დღეს მის ყოფილ გუნდში ერთადერთი მსოფლიო დონის მოთამაშე პოლ პოგბაა

„იმედი მაქვს, რომ ევროპაში არსებული ეკონომიკური პრობლემები არ მისცემს საშუალებას გუნდებს, რომ ფეხბურთელებში 80-100 მილიონი იხადონ და „მანჩესტერ იუნაიტედიც“ პოლ პოგბას შენარჩუნებას შეძლებს. მჯერა, რომ ის ერთადერთი მსოფლიო დონის ფეხბურთელია გუნდში“, – ამბობს ნევილი „სკაი სპორტსისთვის“ მიცეულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ პოგბას კოტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 2021 წლის 30 ივნისამდეა ძალაში, თუმცა გუნდს შეუძლია, შეთანხმების ერთი წლით გახანგრძლივების ოპცია გამოიყენოს.