გარი ნევილი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგას „რეალი“ მოიგებს #1TVSPORT
გარი ნევილი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგას „რეალი“ მოიგებს #1TVSPORT

ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი გარი ნევილი ფიქრობს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპულს“ გამარჯვება გაუჭირდება.

„არ მგონია, რომ „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებს, – ციტირებს SkySports ვეტერანი ფეხბურთელის სიტყვებს. – ბევრს ვფიქრობდი პარიზში გასამართ ფინალზე. „რეალი“ ახერხებს მატჩებს მოგებას, რადგან შეუძლიათ თამაშში ნებისმიერ დროს დაბრუნდნენ.

ვუყურებ მათ ნახევარდაცვას – კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ვალვერდე – კამავინგას წყვილი. სწორედ ეს ხუთეული მართავს თამაშის პროცესს მატჩის დაწყების პირველივე წუთიდან საფინალო სასტვენამდე“.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი „ლივერპულსა“ და რეალს შორის დღეს, პარიზში, „სტად დე ფრანსის“ სტადიონზე გაიმართება.