გარი ნევილი - უეინ რუნი არაპროგნოზირებადი ახალგაზრდა იყო
გარი ნევილი - უეინ რუნი არაპროგნოზირებადი ახალგაზრდა იყო

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა განაცხადა, რომ კაპიტნობის დროს ყველაზე რთული ურთოერთობა უეინ რუნისთან ჰქონსა.

„მისთვის პირადი მცველები უნდა დაგენიშნა, რომ შარში არ გახვეულიყო და ამ ვალდებულებას მე ვიღებდი საკუთარ თავზე“, – ამბობს ნევილი, – „მე მიყვარდა უეინი, ის არაჩვეულებრივი ახალგაზრდა იყო, მაგრამ ცოტათი არაპროგნოზირებადი ხასიათი ჰქონდა. ერთხელ, ერთ-ერთ პირად მცველს ის მეორესთვის უნდა გადაებარებინა და უეინს დამოუკიდებლად მხოლოდ კიბის რამდენიმე საფეხური უნდა ჩაევლო, რათა მეორე პირად მცველამდე მისულიყო. ჰოდა, იმდენი მოახერხა, რომ კიბეზე იჩხუბა ვიღაცასთან“.

გარი ნევილი და უეინ რუნი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ერთად 2004-2011 წლებში გამოდიოდნენ.