გარეული ღორებისგან დაცვის მიზნით, დანია გერმანიის საზღვართან 68 კილომეტრიან ღობეს ააშენებს
დანია გერმანიასთან 68 კილომეტრიან სასაზღვრო ღობეს ააშენებს. დანიაში აცხადებენ, რომ ღობის აშენების გადაწყვეტილება გარეული ღორებისგან დაცვის მიზნით გადაწყდა, რადგან ცხოველები შესაძლოა, აფრიკული გრიპით იყვნენ დაავადებულნი.
იდეის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ 11 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი ფულის ხარჯვაა, რადგან პრობლემა რეალურად არ არსებობს. გარემოს დამცველები კი, ეკოსისტემის საფრთხეებზე საუბრობენ.
გერმანული მედია წერს,რომ სასაზღვრო ღობის აშენების რეალური მიზეზი შესაძლოა, მიგრაციული ნაკადის შეზღუდვა იყოს. 1.5 მეტრი სიმაღლისა და ნახევარი მეტრი სიღრმის სასაზღვრო ღობის აშენება 2019 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. დანიის 5 ათასამდე ღორების ფერმა ყოველწლიურად 28 მილიონი ღორის ექსპორტირებას ახდენს.