ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურში მადრიდის „რეალმა“ 4:1 „ჟირონა“ გაანადგურა.
ხულენ ლოპეტეგის გუნდში ერთი გოლი უელსელმა გარეტ ბეილმა გაიტანა. ბეილისთვის ეს იყო 150-ე გოლი საკლუბო კარიერაში. ბრიტანელს 5 გოლი აქვს გატანილი „საუთჰემპტონში“, 56 – „ტოტენჰემში“ და 89 – „რეალში“.
გარდა ამისა, გარეტ ბეილმა თავისი საგოლე სერია ლა ლიგაში ექვს მატჩამდე აიყვანა, რაც მისი პირადი რეკორდია. ამ სერიისას, უელსელმა შვიდი გოლი გაიტანა.
ორი ტურის შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატში ორ გუნდს ქულათა მაქსიმუმი აქვს – 6-6 ქულით ლიდერობენ „რეალი“ და „ბარსელონა“.