მადრიდის “რეალის” ფორვარდის გარეთ ბეილის ოჯახში ტრაგედია მოხდა. ფეხბურთელის დის 29 წლის მეუღლე ალექსანდრ უილიამსი კარდიფში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.
პოლიცია მომხდარს იძიებს, მაგრამ აცხადებს, რომ მამაკაცის სიკვდილში რაიმე საეჭვო გარემოებებს ვერ ხედავს, – წერს გაზეთი Marca.
ბეილი მადრიდიდან კარდიფში სასწრაფოდ ჩავიდა. იგი ამჟამად ტრავმირებულია და უელსის ნაკრების ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას არ იღებს.