უელსის ნაკრების გარემარბმა გარეტ ბეილმა ეროვნულ გუნდში თავისი მომავალი კარიერის შესახებ ილაპარაკა.
„მინდა გავაგრძელო თამაში. ხალხი ყოველთვის სულელურ კითხვებს სვამს, მაგრამ აშკარაა, რომ მიყვარს ეროვნულ გუნდში თამაში. ვითამაშებ უელსის ნაკრებში იქამდე, სანამ კარიერას არ დავასრულებ.
წინ გვაქვს მსოფლიოს ჩემპიონატის კვალიფიკაცია. უნდა გამოვიყენოთ ევროპის ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილება, რათა შევძლოთ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა.
ჩვენ კარგად ვთამაშობთ. უნდა შევინარჩუნოთ დამაჯერებლობა, გავაგრძელოთ ფეხბურთის თამაში. ვფიქრობ, შევძლებთ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაღწევას“, – მოჰყავს ბეილის სიტყვები Sky Sports-ს.
უელსის ნაკრებმა ევრო 2020-ზე პლეი ოფში გააღწია, მაგრამ მერვედფინალში 0:4 დამარცხდა დანიასთან.
გარეტ ბეილი უელსის ნაკრებში 2006 წლიდან თამაშობს.