მადრიდის „რეალისა“ და უელსის ნაკრების შემტევმა გარეტ ბეილმა მორიგი ტრავმა მიიღო. ბრიტანელი „ვილიარეალთან“ გამოტოვებულ (2:2) მატჩში დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. ბეილი, პირველი ტაიმის შემდეგ, ისკომ შეცვალა.
სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ტრავმა იმაზე სერიოზულია, ვიდრე თავდაპირველად ექიმებს ეგონათ. უელსელს მარცხენა ფეხის კუნთი აქვს დაზიანებული და მის აღდგენას ოთხი კვირა დასჭირდება.
თავდაპირველი ვარაუდით, ბეილს 10-15 დღე უნდა გამოეტოვებინა.