გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ირაკლი მუკნიაშვილი უხელმძღვანელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თანამშრომლებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ირაკლი მუკნიაშვილი წარუდგინა.
ირაკლი მუკნიაშვილი 2012-2013 წლებში შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
2013-2014 წლებში, იგი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2014-2017 წლებში ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
მუკნიაშვილმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე პაატა ბატიაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც დეპარტამენტს 2016 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობდა.