გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 20 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და დარღვევის 75 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1-ლი იანვრიდან დღემდე 20 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და სახერხი საამქროების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 75 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, ამოღებული და დალუქულია 20 ერთეული უკანონო სახერხი დანადგარი. მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება.
„უკანონო სახერხი საამქროების ფუნქციონირება ხელს უწყობს ხე-ტყით უკანონო სარგებლობას და არაერთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან არის დაკავშირებული.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკომპრომისო ბრძოლას უცხადებს ხე-ტყის უკანონო ჭრას. აღნიშნულ სამართალდარღვევებზე გამკაცრებული სანქციების პარალელურად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურ მუშაობას აგრძელებენ მსგავსი ფაქტების გამოსავლენად და აღსაკვეთად“, – აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, შედგენილია ოქმები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128 მესამე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით. სანქცია ითვალისწინებს ჯარიმას 2 000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარის ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ, ხოლო არარეგისტრირებული სახერხი საამქროს აღმოჩენის შემთხვევაში.
სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, შედგენილია ოქმები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128 მესამე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით (ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ, ხოლო არარეგისტრირებული სახერხი საამქროს აღმოჩენის შემთხვევაში – აგრეთვე მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარის, თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) და მოწყობილობის კონფისკაციით) და 128 მესამე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით (ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით).