„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცების მოთხოვნით რუსთავში საპროტესტო აქცია გაიმართა
რუსთავის მცხოვრებლები „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას ითხოვს.
აღნიშნული მოთხოვნით მოსახლეობამ რუსთავის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა და ხელისუფლებას საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად ვადა 4 მარტამდე მისცა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, აქტივისტები და ადგილობრივი მოსახლეობა 7 მარტს აქციების განახლებას აანონსებენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ იმ ტერიტორიის გადაკეტვაც მოხდეს, სადაც საწარმოები მდებარეობს. აქციის მონაწილეების განმარტებით, რუსთავში ჰაერს ქალაქის მიმდებარედ არსებული საწარმოები აბინძურებენ.