გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა 
გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ბაგრატია თანამდებობას ტოვებს.

როგორც ბაგრატია სოციალურ ქსელში განმარტავს, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

„სააგენტოს უფროსობიდან ჩემი წასვლის მიზეზი ბუნებრივია, არ არის ზედაპირული, თავის თავში მოიცავს ბევრ სიღრმისეულ მიზეზს, რომელთა შესახებ უფრო ვრცლად მოგვიანებით ვისაუბრებ“, – აცხადებს თამარ ბაგრატია.

თამარ ბაგრატია გარემოს ეროვნულ სააგენტოს თითქმის სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.