გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციები იზრდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციები იზრდება

საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციების მატება ისევ ფიქსირდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ეს ფაქტი ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და იგი საჰარის, არაბეთის ნახევარკუნძულისა და შუა აზიის უდაბნოების მტვრის მასების შემოჭრით არის განპირობებული

„თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. 23 ნოემბერს გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, ხოლო 24 და 25 ნოემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქალაქ ბათუმში – 1.6-ჯერ. 26 ნოემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ისევ ფიქსირდება ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციების მატება,“ – აცხადებენ სააგენტოში.