გარემოს ეროვნული სააგენტო შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენების გრაფიკულ მასალას აქვეყნებს [ვიდეო]
გარემოს ეროვნული სააგენტო შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენების ამსახველ გრაფიკულ მასალას აქვეყნებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამ წუთებში ბრიფინგი მიმდინარეობს, სადაც სპეციალისტები პირველად დასკვნას წარადგენენ.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 17 ადამიანს ეძებენ.
საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.