გარემოს ეროვნული სააგენტო - ლისის ტბაზე წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მაისში ლისის ტბის წყლის ხარისხის დასადგენად სინჯები აიღეს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღებულ სინჯებში განისაზღვრა 29 კომპონენტი, მათ შორის 26 ქიმიური და სამი მიკრობიოლოგიური პარამეტრი.
„კვლევების შედეგების მიხედვით ლისის ტბაში განსაზღვრული კომპონენტები ნორმის ფარგლებშია. დაფიქსირდა მხოლოდ ამონიუმის აზოტის კონცენტრაციის უმნიშვნელო მომატება, ხოლო სულფატებისა და კალციუმის კონცენტრაციები ამ ტბისთვის დამახასიათებელია და შეიძლება მის ფონურ შემცველობად ჩაითვალოს.
პარამეტრზე კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, საბანაო სეზონზე (მაისიდან სექტემბრის ჩათვლით), თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე წყლის რეგულარულ მონიტორინგს ახორციელებენ“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.