გარემოს ეროვნული სააგენტო - გასულ კვირაში ქუთაისში მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა
გარემოს ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას განაგრძობს. სამინისტროს ინფორმაციით, გაზომვების შედეგად, ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.
უწყების ცნობით, 26 მარტს მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქუთაისში 1.3-ჯერ. 27, 28, 29 მარტს და პირველ აპრილს მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 30 მარტს კი, გადაჭარბება დაფიქსირდა ქუთაისში-1.5-ჯერ, ხოლო 31 მარტს ისევ ქუთაისში – 1.4-ჯერ.
„მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში, წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე 1,1-ჯერ. ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში, წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ და ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე 1.6-ჯერ“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყება განმარტავს, რომ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ოთხ ლოკაციაზე: გლდანის VIII მიკრორაიონი, 115-ე საჯარო სკოლასთან; გლდანის VIII მიკრორაიონი, ლოგოპედიურ ბაგა-ბაღთან N1; გლდანის VIII მიკრორაიონი, N71-ე საჯარო სკოლასთან; გლდანი, ქერჩის ქ.N22, N200 საჯარო სკოლასთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას .
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები.