დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე, განსაკუთრებით რიონის აუზში, წყლის დონემ მნიშვნელოვნად მოიმატა
დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე, განსაკუთრებით რიონის აუზში, წყლის დონემ მნიშვნელოვნად მოიმატა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე, განსაკუთრებით მდინარე რიონის აუზში წყლის დონემ მნიშვნელოვნად მოიმატა.

სააგენტოს ცნობით, წყლის დონის მატება ძლიერი ნალექებითაა გამოწვეული.

„მდინარეთა ქვემო წელში წყლის დონეების მატება გაგრძელდება 6 მარტის შუადღემდე. წყლის დონეების საშიშ ნიშნულებამდე აწევა მოსალოდნელი არ არის.

6 მარტის დღის მეორე ნახევრიდან, ნალექების ინტენსივობის შესუსტების გამო, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეები ეტაპობრივად დაიწევს“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.