გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - უწყება მწუხარებას გამოთქვამს CENN-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნანა ჯანაშიას გარდაცვალების გამო, თანაგრძნობას უცხადებს ოჯახსა და კოლეგებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - უწყება მწუხარებას გამოთქვამს CENN-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნანა ჯანაშიას გარდაცვალების გამო, თანაგრძნობას უცხადებს ოჯახსა და კოლეგებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს CENN-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნანა ჯანაშიას ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.

როგორც სამინისტროს სამძიმრის წერილშია ნათქვამი, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) და ნანა ჯანაშიასთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებდა სამინისტროს და მასში შემავალ ყველა იმ უწყებას, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობს.

„ქალბატონი ნანას ინიციატივით და ხელმძღვანელობით, ტყის მდგრადი მართვის, კლიმატის ცვლილების, ნარჩენების მართვის, გარემოსდაცვითი განათლების, მდგრადი განვითარების და მრავალი სხვა მიმართულებით უმნიშვნელოვანესი გარემოსდაცვითი პროექტები ხორციელდებოდა კავკასიის რეგიონში და მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს ნანა ჯანაშიას ოჯახის წევრებს, ახლობლებს და კოლეგებს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.