გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ექსპორტირებული მანდარინის მოცულობა 21.4 ათასი ტონით გაიზარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ექსპორტირებული მანდარინის მოცულობა 21.4 ათასი ტონით გაიზარდა.
„2023 წლის პირველი სექტემბრიდან 2024 წლის 16 იანვრის ჩათვლით საქართველოდან 36.2 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 23.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მანდარინის მოცულობა – 21.4 ათასი ტონით (144%), ხოლო ღირებულება 15.1 მლნ აშშ დოლარით (183%) გაიზარდა. საექსპორტო ქვეყნებია: უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი, რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.