გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - დღეის მდგომარეობით, საქართველოდან 11.4 მლნ აშშ დოლარის მოცვია ექსპორტირებული
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოდან 11.4 მლნ აშშ დოლარის მოცვია ექსპორტირებული.
„საქართველოდან მოცვის ექსპორტი მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. 2024 წლის პირველი მაისიდან 16 ივნისის ჩათვლით, უკვე ექსპორტირებულია 1.8 ათასი ტონა მოცვი, რომლის ღირებულებამ 11.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1.4 ათასი ტონით (4.5-ჯერ), ხოლო ღირებულება – 8.7 მლნ აშშ დოლარით (4.2-ჯერ) გაიზარდა“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.