„გარდიანი“ - საქართველოს რბოლა შეიძლება დასრულდა, მაგრამ რა წარმოდგენა იყო, პორტუგალიასთან გამარჯვება სამუდამოდ დარჩება მათ საფეხბურთო ისტორიაში
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ასპარეზობასთან დაკავშირებით „გარდიანიც“ წერს.
„საქართველოს რბოლა შეიძლება დასრულდა, მაგრამ რა წარმოდგენა იყო. პორტუგალიასთან გამარჯვება სამუდამოდ დარჩება მათ საფეხბურთო ისტორიაში“, – აღნიშნულია გამოცემის გვერდზე.
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები გუშინ ესპანეთს დაუპირისპირდა და ევრო 2024-ზე ასპარეზობა დაასრულა.