„გარდიანი“ - დემოკრატი სენატორები აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის იმპიჩმენტს ითხოვენ
„გარდიანი“ - დემოკრატი სენატორები აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის იმპიჩმენტს ითხოვენ

დემოკრატი სენატორები აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, კლარენს თომისის იმპიჩმენტს ითხოვენ, – ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

როგორც ცნობილი გახდა, მოსამართლის ძვირად ღირებულ მოგზაურობებს წლების განმავლობაში აფინანსებდა რესპუბლიკური პარტიის მსხვილი დონორი და უძრავი ქონების მაგნატი ჰარლან ქროუ, ხოლო მოსამართლის დეკლარაციაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. თავად მოსამართლე აცხადებს, რომ არ იცოდა იმის შესახებ, რომ პირადი მეგობრების მასპინძლობის შესახებ ინფორმაციის დეკლარირებაა საჭირო.

სენატორ დიკ დურბინის თქმით, ასეთი ქცევა შეუსაბამოა ეთიკურ სტანდარტებთან, რომელთა დაცვასაც ამერიკელი ხალხი ითხოვს ნებისმიერი სახელმწიფო მოხელისგან.

კონგრესმენ ალექსანდრია ოკაციო-კორტესის განცხადებით, მოსამართლე კლარენს თომასის საქმე პარტიულ საკითხებს ცდება. მან ღიად დაადანაშაულა მოსამართლე კორუფციაში და მისი იმპიჩმენტი მოითხოვა.

რესპუბლიკური პარტიის დონორი, რომელსაც მოსამართლის ძვირად ღირებული მოგზაურობებს აფინანსებდა, ამტკიცებს, რომ მისი მიზანი არ ყოფილა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენა. ქროუს თქმით, კლარენს თომასთან მას დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს.