„გარდიანი“ - აშშ-ში „კოვიდ-19“-ით დაღუპულთა რიცხვი 1918-1919 წლების ესპანური გრიპის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობას გაუტოლდა
აშშ-ში „კოვიდ-19“-ის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1918-1919 წლების ესპანური გრიპის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობას გაუტოლდა. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანის“ ავრცლებს.
დღეს არსებული მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის პანდემიას 675 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც გამოცემა წერს, დელტა ვირუსის გამოჩენის შემდეგ აშშ-ში კორონავირუსის ახალი ტალღა დაიწყო. აშშ-ში ვირუსის შედეგად დღეში საშუალოდ 1 900 ადამიანი იღუპება. ეს შარშანდელი მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
როგორც ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარები ვარაუდობენ. პირველ იანვრამდე კოვიდპანდემიას აშშ-ში კიდევ 100 000 ადამიანი სიცოცხლე შეეწირება.
შეგახსენებთ, რომ 1918-1919 წლების ესპანური გრიპის პანდემიას მსოფლიოში 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.