„გარდიანი“ - ამერიკაში კორონავირუსისგან განიკურნა 102 წლის ქალი, რომელმაც 1918 წელს ესპანური გრიპი გადაიტანა
ამერიკაში 102 წლის ქალი, რომელმაც 1918 წელს ესპანური გრიპი გადაიტანა, კორონავირუსისგან განიკურნა.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
„ხშირად ამბობს, რომ დედაბუნებას დაავიწყდა, რადგან თვლის, რომ ის 1918 წელს დაიღუპა“, – აცხადებს 102 წლის მილდრედის შვილი ჯულია.