გარდაიცვალა ზაალ სამადაშვილი
გარდაიცვალა ზაალ სამადაშვილი

70 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი და პოლიტიკოსი ზაალ სამადაშვილი. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.

ზაალ სამადაშვილი ავტორი იყო რამდენიმე წიგნისა, მათ შორისა: „ბოშები“, „პლეხანოვური ამბები“ და სხვა. იგი ასევე იყო სცენარის ავტორი ფილმებისა „თემო“ და „გარსევანი“. სამადაშვილმა 2007 წელს დააარსა ლიტერატურული პრემია „გალა“.

ამასთან, ზაალ სამადაშვილი 2008-2013 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.