გარდაიცვალა საქართველოს პირველი არხის თანამშრომელი მარიცა კვანტალიანი
გარდაიცვალა საქართველოს პირველი არხის თანამშრომელი მარიცა კვანტალიანი

გარდაიცვალა საქართველოს პირველი არხის თანამშრომელი მარიცა კვანტალიანი. იგი რამდენიმე დღე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

მარიცა კვანტალიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტის მიმართულების პროდიუსერად მუშაობდა.

საქართველოს პირველი არხი მარიცა კვანტალიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.