85 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ჯუმბერ ებრალიძე.
ჯუმბერ ებრალიძე 1961 წლიდან საქართველოს ტელევიზიაში მუშაობდა და 50-ზე მეტი დოკუმენტური ფილმის ავტორია.
განსაკუთრებით აღსანიშნავია სრულმეტრაჟიანი პუბლიცისტური სერია „საქართველოს მატიანე“, რომელიც 20 ფილმისაგან შედგება და 70-80-იანი წლების საბჭოთა პერიოდის საქართველოს ერთადერთ მატიანეს წარმოადგენს.
ჯუმბერ ებრალიძე სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი იყო.
2015 წლის აპრილში პირველმა არხმა ჯუმბერ ებრალიძის შემოქმედებას „ტელებლოგი“ მიუძღვნა.
რეჟისორ ჯუმბერ ებრალიძეს 85 წელი 20 მარტს შეუსრულდა.