64 წლის ასაკში რეჟისორი დავით ანდღულაძე გარდაიცვალა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მისმა ახლობლებმა დაუდასტურეს.
დავით ანდღულაძე 1982-1985 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში რეჟისორად; 1985 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი. მარჯანიშვილის თეატრში მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპექტაკლი იყო „გრაალის მცველნი“.
წლების განმავლობაში იყო ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; „რკინის თეატრის“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, „ხელოვნების ცენტრის“ დამფუძნებელი და დირექტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.