ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი და მთარგმნელი მურმან ჯგუბურია.
პირველი ლექსი პოეტმა 1964 წელს გამოაქვეყნა, პირველი პოეტური კრებული კი 1969 წელს გამოსცა. ჯგუბურია არის რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი: „მდინარის პირა ყანა“, „შენ იყურები სარკმლიდან ახლა“, „ლექსები“, 1984 წელს გამოიცა მურმან ჯგუბურიას რომანი „ორი თვალი“. თარგმნა ივანე ბუნინის ლექსები.
მურმან ჯგუბურიას ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ და პოლონურ ენებზე, იყო ივანე მაჩაბლის, ნიკო ნიკოლაძისა და გიორგი ლეონიძის პრემიების ლაურეატი.
პანაშვიდები გაიმართება 6 და 7 აგვისტოს, 19:00 საათზე, პოლიკარპე კაკაბაძის 3/29; გამოსვენება მახათას მთის საკათედრო ტაძრიდან 8 აგვისტოს, 14:00 საათზე.
მურმან ჯგუბურიას მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.