გარდაიცვალა პოეტი ნოდარ ჯალაღონია
გარდაიცვალა პოეტი ნოდარ ჯალაღონია

84 წლის ასაკში პოეტი ნოდარ ჯალაღონია გარდაიცვალა.

ნოდარ ჯალაღონია არაერთი პოეტური კრებულის ავტორია, მათ შირის „სიმაღლე“, „ხმა“, „ყვავილების მიწა“, „კამერტონი“, „გზები და დღეები“. ჯალაღონიას ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, სომხურ და ოსურ ენებზე.

ნოდარ ჯალაღონია არაერთი წლის განმავლობაში პირველი არხის თანამშრომელი იყო.