მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.
ხათუნა კოტრიკაძის დებიუტი სოსო ჩხაიძის მოკლემეტრაჟიან ფილმში „მეთხუთმეტე გაზაფხული“ შედგა, შემდეგ ითამაშა ფილმებში: „მოიტაცეს თამარ ქალი“ (რეჟისორი – ლეილა გორდელაძე) და „მხიარული რომანი“ (რეჟისორი – ლერი ხოტივარი).