გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი კირა მებუკე
გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი კირა მებუკე

გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების მედლის მფლობელი, ღირსების ორდენის კავალერი კირა მებუკე. ის იყო პანტომიმის თეატრის დამაარსებლის, ამირან შალიკაშვილის მეუღლე.

კირა მებუკეს სამშაბათს, 22 იანვარს 14:00 საათზე დაკრძალავენ.

ის იყო საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სამსახიობო (პანტომიმის თეატრის მსახიობის) მიმართულებით.

1979 წელს მიენიჭა პრიზი ქალის საუკეთესო როლის შესრულებისათვის. 1999 წელს ღირსების მედლის და 2002 წელს ღირსების ორდენის კავალერი.

შესრულებული აქვს 20-ზე მეტი როლი, პანტომიმის სახელმწიფო თეატრში დადგმული აქვს ოთხი სპექტაკლი და 15 ნოველა. თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, სოხუმის დრამატული თეატრების სცენაზე უზრუნველყოფდა სპექტაკლის სადადგმო ნაწილს პლასტიკასა და ქორეოგრაფიაში.