ოსკაროსანი კომპოზიტორი მიშელ ლეგრანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედიასაშუალებები ავრცელებენ. როგორც ცნობილია, მუსიკოსი ღამით საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ფრანგ კომპოზიტორს კარიერის განმავლობაში კინომუსიკა 200 ფილმისთვის აქვს შექმნილი. მათ შორისაა ყველასთვის ცნობილი კომპოზიცია 1968 წელს გადაღებული ფილმიდან „თომას ქრაუნის აფერა“. ფრანგმა მუსიკოსმა „ოსკარი“ 1967 წელს მიიღო. ფილმისთვის „გოგონები როშფორიდან“ მიშელ ლეგრანის მიერ შექმნილმა კომპოზიციამ კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა. ფრანგ კომპოზიტორს მიღებული აქვს ხუთი „გრემი“.