73 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი გიორგი ცაგარელი.
ათეული წლების განმავლობაში ფოტოგრაფი თანამშრომლობდა ქართული და უცხოური პრესის სხვადასხვა გამოცემასთან.
გიორგი ცაგარელი იმ ფოტოგრაფთა შორის არის, ვინც ფირზე აღბეჭდა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები. ამ ფოტოების ალბომი გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.
გიორგი ცაგარელის შესახებ, რომელსაც აფხაზეთის ომის უნიკალური კადრები აქვს გადაღებული, რამდენიმე წლის წინ დოკუმენტური ფილმი მოამზადა საქართველოს პირველი არხის დოკუმენტური ფილმების სტუდიამ.