გარდაიცვალა ჟურნალისტი არმაზ სანებლიძე

86 წლის ასაკში გარდაიცვალა ჟურნალისტი არმაზ სანებლიძე.

არმაზ სანებლიძე სხვადასხვა დროს მუშაობდა პრესასა და ტელევიზიაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე.

1977-1986 წლებში იყო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 1986-1989 წლებში კი – თავმჯდომარე.

არმაზ სანებლიძე იყო საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი.