გარდაიცვალა ცნობილი ქართველი პოეტი და მთარგმნელი დავით წერედიანი.
1963 წლიდან დავით წერედიანი შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობდა. 1981 წლიდან ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. მისი ცნობილი თარგმანებია ფრანსუა ვიიონის ლექსები, გოეთეს „ფაუსტი“, რომლისთვისაც 2012 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ დაიმსახურა“, ძმები გრიმების ზღაპრები. არის ლიტერეტურული ესეების, ნარკვევების და წერილების რამდენიმე კრებულის ავტორი.
2014 წელს ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „საბა“ გადაეცა.