გარდაიცვალა კინოოპერატორი ლევან პაატაშვილი
გარდაიცვალა კინოოპერატორი ლევან პაატაშვილი

97 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კინოოპერატორი ლევან პაატაშვილი.

ლევან პაატაშვილი 1926 წლის 12 მარტს დაიბადა თბილისში. ოპერატორის პროფესიის დაუფლებამდე სწავლობდა არქიტექტურას. 1954 წელს დაამთავრა ВГИК-ის ოპერატორის ფაკულტეტი. მისი პირველი ფილმი იყო თენგიზ აბულაძის „სხვისი შვილები“. ფილმი ჰელსინკის, ლონდონისა და თეირანის ფესტივალების გამარჯვებული გახდა. მეორე ნამუშევრისთვის – „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ (რეჟისორი სიკო დოლიძე) ოპერატორმა მინსკის კინოფესტივალზე პერსონალური ჯილდო მიიღო.

1978 წლიდან ლევან პაატაშვილი – მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის პედაგოგი, 1981-1988 წლებში კი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი იყო;

ლევან პაატაშვილი არის შემდეგი ფილმების დამდგმელი ოპერატორი: „სხვისი შვილები“ (1958), „დღე პირველი, დღე უკანასკნელი“ (1959), „თოჯინები იცინიან“(1961), „ცისფერი მთები, ანუ ტიან-შანი“ (1983), „კედელი“(1991) და სხვა.

2006 წელს გამოიცა ლევან პაატაშვილის ავტობიოგრაფიული წიგნი „ნახევარი საუკუნე ლეონარდოს კედელთან“.